შპს "ნათელი წერტილი" შეიქმნა 2009 წელს, კომპანიის შექმნის მიზეზი თავიდანვე იყო მისი დამაარსებლების ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაცია და საქმედ ქცევა

შექმნის დღიდან დაიწყო რთული თვითდამკვიდრების პროცესი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ არა ხელსაყრელ პერიოდში. ჩვენი პირველი დამკვეთები იყვნენ თითონ ელექტრო სამონტაჟო კომპანიები, რომლებთანაც ვასრულებდით ისეთ საქმეს რაც მათ ძალებს აღემატებოდა. ჩვენ მოვახერხეთ შეგვეკრიბა ჩვენს ირგვლივ ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ჯგუფი, რომლებმაც თავიანთ განათლებას დაურთეს ჩვენთან მიღებული გამოცდილება და დღეს ჩვენ ერთად ვამაყობთ მიღწეულით. ჩვენს მიერ შესრულებულია საქართველოში უპრეცენდენტო ობიექტები თავისი დანიშნულებითა და სტრატეგიული მასშტაბებით. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი მიზნების რეალობად ქცევა, გავუძელით მრავალ სიძნელეს და მზად ვართ წავიდეთ წინ. ჩვენ ვართ ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოცდისათვის. დამკვეთის კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძვლად კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს. ჩვენ გვეამაყება უკან მოხედვა, რადგან ვხედავთ რომ ყველა ჩვენი კლიენტი დღეს ჩვენი მეგობარია.

სასარგებლო ინფორმაცია